ვინ შოულობს ყველაზე მეტ ფულს - Ferrari სათავეშია

წლების განმავლობაში მეინსტრიმული ავტომწარმოებლების მთავარი მიზანი იყო გაეზარდათ ან გაემყარებინათ მათი ფინანსური შემოსავლები.

ამისთვის ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ,  მაგალითად, Nissan-ი საკუთარი ავტომობილების 20%-ის წარმოებას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს, ხოლო Ford-ი ევროპაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. ამის კვლადაკვალ კი ახალმა კვლევამ გამოავლინა კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ თითო გაყიდული ავტომობილიდან და პირიქით, ისინი ვინც ყველაზე მეტ წაგებას ნახულობენ.

მაშ ასე დუისბურგის ეკონომიკის სკოლის პროფესორის ფერდინანდ დუდენჰოფერის განცხადებით, მსოფლიო ავტომწარმოებელებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიისთვის თითო ერთეული გაყიდული ავტომობილიდან მოაქვს კომპანია Ferrari-ის. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ეს იტალიური კომპანია თითო გაყიდული ახალი მოდელიდან იღებს 80,000 დოლარის მოგებას. ყველაზე ნაკლებ მოგებას კი Jaguar Land Rover ითვლის, რომელიც თითო გაყიდული ავტომობილიდიან მხოლოდ 927 დოლარის მოგებაშია.

რაც შეეხება გერმანულ პრემიუმ ავტომობილებს, აღმოჩნდა, რომ Porsche ორჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი კონკურენტები Mercedes-Benz, BMW, და Audi. ეს შტუტგარტული სპორტული ავტომწარმოებელი თითო გაყიდული ავტომობილიდან 19,715 დოლარის მოგებას ნახულობს, მაშინ როცა „პრემიუმ ტრიო“ მხოლოდ 10,500-ს. დუდენჰოფერის კვლევით, ყოველ გაყიდულ Maserati-ს $5,800 მოგება მოაქვს, ხოლო Volvo-ს მოგება ოდნავ დაბალია.

(იხილეთ გაგრძელება)