Motorola-მ 5G-ის მხარდამჭერი სმარტფონი წარადგინა

მეხუთე თაობის პირველი ფიჭური ქსელის გამოჩენას კომპანია Verizon-ი უკვე 2019 წლისთვის გეგმავს.

ამ მოვლენისთვის კი უკვე მზაობა გამოთქვა კომპანია Motorola-მ, რომელმაც ახალი საფლაგმანო მოდელი Moto Z3 წარმოადგინა, რომლის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ 5G-ის გამოჩენის შემთხვევაში მოახდინონ პანელის „აპგრეიდი“ (განახლება).

რაც შეეხება სმარტფონის ძირითად მახასიათებლებს, მან 6 დიუიმიანი Super AMOLED-დისპლეი მიიღო, გარჩევადობით 2160*1080 პიქსელზე, ასევე რვაბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 835, 4 GB ოპერატიული მეხსიერება, 64 GB საცავი და ასევე microSD ბარათის ბუდე.

Moto Z3 აღჭურვილია ორმაგი 12-მეგაპიქსელიანი კამერით და პლიუს 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერით. თითის ანაბეჭდის სკანერი გადატანილია გვერდით კუთხეში, ხოლო ელემენტების სიმძლავრე შეადგენს 3000 mAh.

სმარტფონი ფუქნციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე და აღჭურვილია Wi-Fi, Bluetooth 5 LE, GPS და NFC მოდულებით. მისი კორპუსი კი წყალგაუმტარია.

Moto Z3 ბაზარზე 16 აგვისტოს გამოვა, ხოლო მისი ფასი აშშ-ში 480 დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია