უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების - სეთურებისა და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.