საქართველოს ეროვნული ლატარია ონლაინ გაყიდვების დაწყებიდან ერთ თვეს აჯამებს

საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის ინტერნეტ გაყიდვებიდან უკვე ერთი თვე გავიდა.

ეროვნული ლატარიის ცნობით, ამ დროისთვის  მათ  საიტზე www.lotto.ge უკვე რეგისტრირებულია 10 000-მდე მომხმარებელი, რომლებმაც online-ის საშუალებით შეიძინეს ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთები, ითამაშეს და სხვადასხვა რაოდენობის თანხა მოიგეს.

„შეგახსენებთ, რომ ,,ლოტო 6/36’’-ის ჯეკპოტი ყოველი გათამაშების შემდეგ მატულობს და ის უკვე შეადგენს 812 136 ლარს.

„ლოტო 6/36/’’-ის ბილეთების ონლიან შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს www.lotto.ge-ზე მოქმედი მეილის, facebook-ის ან Google-ის ანგარიშის საშუალებით, პირადობის მოწმობის ასლის გაგზავნით მეილზე id@lotto.ge გაიაროს ვერიფიცირება, რის შემდეგაც შეეძლებათ ნებისმიერი ბანკის Vica და MaserCard ბარათებით ან TBCpay-ს და Unipay -ს საშუალებით შეავსოს ელექტრონული საფულე, მონიშნოს სასურველი ციფრები, შეიძინოს ბილეთი და დაელოდოს გათამაშებას. შეგახსენებთ, რომ ,,ლოტო 6/36’’-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, რუსთავი2-ის ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:50 საათზე.

საქართველოს ეროვნული ლატარია ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე, რის შედეგადაც მათ უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ იბრძოლონ ჯეკპოტისთვის. უახლოეს მომავალში კომპანია სხვადასხვა Online გათამაშების დანეგვასაც აპირებს“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ლატარიაში.