სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
განსაკუთრებული ზარალი სოფელ საკობიანოში, დუისში, ბირკიანსა და მატანშია, სადაც 20-წუთიანმა სეტყვამ ვენახები, ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.
უხვამ ნალექმა ასევე სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს სპციელური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. რა ფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისია მუშაობს დაასრულებს.