"ფშაველი - ომალოს მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ჩამოშლილი მასა სრულად გაწმენდილია"

უხვი ნალექის შედეგად ფშაველი - ომალოს მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ჩამოშლილი მასა სრულად გაწმენდილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, სტიქიით დაზიანებული გზის გაწმენდა დილის 5 საათიდან განახლდა.

„თუშეთის მიმართულებით რამდენიმე ადგილზე კლდიდან ჩამოშლილმა მასამ მოძრაობა შეაჩერა. ღამითვე დაიწყეს მუშაობა, თუმცა ინტენსიურად შპს „გერალმა" დილიდან განაახლა სამუშოები. ამ დროისთვის გზა გახსნილია, გარკვეულ მონაკვეთებზე კი სპეციალური ტექნიკა კვლავ რჩება“, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადაერთი საავტომობილო გზა, გუშინ საღამოს ჩაიკეტა.