ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმედითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე ჩარჩენილი ტურისტები და ავტომანქანები გამოიყვანეს.

უწყების  ცნობით, ამ დროისათვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია 28-ე კმ-დე. ასევე, გაწმედნილია აღნიშნული გზის კმ36-კმ37 და კმ43-კმ64 მონაკვეთები.

გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენ მონაკვეთზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს სატრანსპორტო მოძრაობა.