7 თვეში ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობა 633 585 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა - 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“.

უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“ შემოწირულობის სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ - 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 69 173 ლარი, ხოლო „გირჩმა“ - 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით „ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ“ -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 11 613 ლარი, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 4 400 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 3 180 ლარი, „ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა“ – 2 000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 800 ლარი, „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 774 ლარი, „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 482 ლარი, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 404 ლარი.

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობა 633 585 ლარს შეადგენს.