Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:45 საათზე ერთი დოლარი 2,5475 ლარად ივაჭრება. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.49-2.56 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
16:45 საათის მონაცემებით, რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.55 ლარად, გაყიდვა კი - 2.50 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს 2. 92 ლარად იყიდით, გაყიდვით კი - 2.86 ლარად გაყიდით.
საბურთალოზე ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.49-2.55 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.40 –2.54 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 2.87-2.93 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.80-2.91 ლარად შეგიძლიათ.
თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.56 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.505 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 2.90 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.86 ლარად იბარებენ.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4687ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8622 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.