საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) კვლევის მიხედვით, ქვეყანაში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.კერძოდ, თუ 2002 წელს საქართველოში მხოლოდ 30 სოციალური მუშაკი იყო, 2018 წლის მონაცმებით მათი რაოდენობა 940-მდე გაიზარდა.
ასოციაციის ინფორმაციით, სოციალური მუშაკები ძირითადად საქმდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში, პენიტენციურ დაწესეულებებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში, მანდატურის სამსახურში, არასამთავრო ორგანიზაციებში და ა.შ.
როგორც სოციალურ მუშაკთა ასოციაციის სოციალური მუშაკი სოფო ბაჩილავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროფესიისადმი ინტერესისას ზრდის მიზეზი ბევრია, თუმცა ის რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური პრობლემების გაზრდამ მოთხოვნადი გახადა ისეთი კადრები, რომელთაც აღნიშნული პრობლემების მოგვარების სპეციფიკური ცოდნა ექნებოდათ. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმების არეალიც და საჭირო გახდა უფრო მეტი კადრის არსებობა.
„სოციალური მუშაობა არის მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესია, რომელიც ინტერსედება საზოგადოებაში არსებობული სოციალური პრობლემებით და ცდილობს მხარი დაუჭიროს ინდივიდებს, ჯგუფებს და მთლიანად საზოგადოებას, რათა დაძლიონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. სოციალური მუშაობა სასიკეთო ცვლილებების მომხდენი პროფესიაა. კომპეტენტურ და კარგად მომზადებულ სოციალურ მუშაკს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების ხელშეწყობა ადამიანების უფლებრივი მდგომაროების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში. ხშირად, სწორედ ეს შესაძლებლობა განაპირობებს ადამიანთა სურვილს, რომ გახდნენ სოციალური მუშაკები. ამასთან, სოციალური პრობლემების გაზრდამ, მოთხოვნა გაზარდა ისეთ პროფესიონალებზე, რომელთაც ექნებოდათ სპეციფიკური ცოდნა და ღირებულებები, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმების არეალიც და საჭირო გახდა უფრო მეტი კადრის არსებობა“,-აცხადებს სოფო ბაჩილავა.