აბაშის ორი სოფლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდებამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, ამიტომ სოფლებიდან წყემსა და ზანათი 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც  სამსახურიდან იუწყებიან, ადგილზე იმყოფოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწყების განმარტებით, ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი. ორივე სოფელში მობილიზებული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.