ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად უძრავი ქონების ბაზარზე ელიზაბეტ ტეილორის კუთვნილი ქონება გამოჩნდა.
ტეილორმა და მისმა მეორე მეუღლემ მაიკლ უილდინგმა ფეშენებელური ვილა ბევერლი-ჰილზში 1953 წელს შეიძინეს. ახლა კი სახლი 15,9 მლნ დოლარად იყიდება.
საუბარია დიდ სახლზე, 6 საძინებლითა და 7 სააბაზანო ოთახით, საიდანაც ქალაქისა და ოკეანის შესანიშნავი ხედი იშლება.
ამ სახლში, სადაც ელიზაბეტმა და მაიკლმა ორი ვაჟი გაზარდეს, წყვილი განქორწინებამდე, 1957 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც სახლი მაშინვე გაიყიდა.
იხილეთ ფოტოები