Crocs-ი ყველა ქარხანას ხურავს

მსოფლიოში ფეხსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანია Crocs-ი ყველა ფაბრიკა-ქარხანას ხურავს.ოფიციალური ინფორმაციით, წარმოების შეჩერება კომპანიიდან ფინანსური დირექტორის წასვლას მოჰყვა. ამასთან, ამავე ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე დაიხურა ქარხანა მექსიკასა და იტალიაში. უახლოეს მომავალში ასევე დაიხურება 400-მდე ბრენდული მაღაზია. 

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, Crocs-ის წარმომადგენლების განცხადებით, 2017 წლის მეორე კვარტალში კომპანიების შემოსავლები 4.7%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, კომპანიის აქციების ღირებულებამ უკვე წელს 43%-ით მოიმატა. თუმცა სავარაუდოდ, ეს წარმოების განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

Crocs-ი 2002 წელს ამერიკაში დაფუძნდა. მას შემდეგ კომპანიის მიერ წარმოებული ფეხსაცმელი უბრალო და კომფორტული დიზაინის გამო მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.