ირანმა საფრანგეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეწყვიტა

ირანმა ნავთობმოპოვება დღეში 40 ათასი ბარელით შეამცირა. ივნისში ნავთობმოპოვება 3,75 მილიონ ბარელს შეადგენდა. ნავთობის ექსპორტი კი შემცირებულია 90 ათასი ბარელით 2,19 მილიონ ბარელამდე დღეღამეში.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო“ ავრცელებს. როგორც ორგანაზაციის განაცხადებაში წერია, ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შემცირების მიზეზი ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებია, რომლებიც ნოემბერში განახლდება და რომლის გამოც ევროპას ირანულ ნავთობზე უარის თქმა მოუწევს.

საფრანგეთში ნავთობის მიწოდება დასრულებულია. ამერიკის ადმინისტრაციამ უარი უთხრა საფრანგეთს, გამონაკლისი დაეშვა, რა დროსაც კომპანია Total-ი შეძლებდა ირანში ფუნქციონირების გაგრძელებას.

ცნობისათვის, ირანული ნავთობის მიწოდება ასევე შემცირებულია იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით, ხოლო თურქეთში უცვლელად რჩება.

ამასთან, ივლისში ირანული ნავთობის ექსპორტი გაიზარდა აზიაში, კონკრეტულად კი ჩინეთმა გაზარდა შესყიდვები. ასევე რეკორდულად მომატებულია ექსპორტი ინდოეთის მიმართულებითაც. ხოლო იაპონიამ ირანული ნავთობის იმპორტი შეამცირა. ნულამდე შეამცირა ნავთობის ირანიდან იმპორტი სამხრეთ კორეამ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამერიკული სანქციების პირველი ეტაპი 6 აგვისტოდან ამოქმედდა, რაც ამ თვეში ირანული ნავთობის შესყიდვას უკვე გაართულებს. ცნობისათვის, წინა ანქციების დროს ირანული ნავთობის ექსპორტი 1,2 მილიონი ბარელით შემცირდა, ამჯერად კი მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი უფრო მეტად გაიზრდება.

კოკა კვირკველია