ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე Samsung-მა Galaxy Note 9-თან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა.
ეს არის ასისტენტ კონსოლ Bixby-ის სპეციალური ცალკე მდგომი მოწყობილობა, რომელსაც მოუწევს კონკურენციის გაწევა ისეთი ცნობილი კომპანიების ნაწარმისთვის, როგორებიც არიან Amazon-ის „ალექსა“, Apple-ის „საირი“ და Google-ის ასისტენტი.
როგორც გამოცემა The Verge წერს, მოწყობილობა სახელწოდებით Galaxy Home წარმოადგენს პრემიუმ კლასის „დინამიკს“, რომლის მსგავსიც არის Apple-ის HomePod-ი. მისი ვიზუალი შეიძლება ითქვას საკამათოა, ის გარეგნულად წარმოადგენს სამ ფეხზე მდგომ ლარნაკს.
რაც შეეხება მახასიათებლებს, მასზე ჯერ ცოტა რამ არის ცნობილი. ის 6 დინამიკით, 8 მიკროფონით და საბ-ბუფერითაა აღჭურვილი. ხოლო პროგრამა Bixby-ის შესაძლებლობები ხმოვან ასისტენტს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ბრძანებები შეასრულოს და უპასუხოს კიდეც მფლობელის კითხვებს. თუმცა ბევრის აზრით, Bixby ამ დროისთვის მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავისი შესაძლებლობებით მის კონკურენტებს, ამიტომ კომპანიას მასზე ბევრი მუშაობა მოუწევს.
კოკა კვირკველია