„თიბისი ბანკის“ ფინანსური დირექტორი ლარის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს.
გიორგი შაგიძის განმარტებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარზე ახდენს გავლენას, დადებითია.
„არ გვგონია, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებთან გვქონდეს საქმე. ჩვენი აზრითაც, კურსის ცვლილება გარე ფაქტორებს, მათ შორის, ლირას გაუფასურებას უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი არის თავისუფალი ვალუტა, მასზე გავლენას ახდენს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ვნახეთ გასულ კვირას, რაც ხდებოდა თურქეთის სავალუტო ბაზარზე. თუ რამე მოუვა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტას, ეს აისახება ლარზეც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივენაირად, იგივე ამპლიტუდით გაუფასურდება ლარი როგორც მაგალითად, რუბლი ან ლირა“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.
ქრისტინე გამთენაძე