თურქეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისის ფონზე Galt and Taggart-ი 2018 წლის ბოლოსთვის დოლარის მიმართ ლარის 2.7 -ნიშნულზე დაცემას პროგნოზირებს.
საბროკერო კომპანიის ინფორმაციით, სავალუტო კურსების ღირებულების დინამიკა გვიჩვენებს, რომ გასული 6 თვის განმავლობაში, დოლართან მიმართებით თურქული ლირას ყოველი 10%-იანი გაუფასურება, დოლართან მიმართებით ლარის 1.2%-იან გაუფასურებას იწვევდა.
ამასთან, საბროკერო კომპანია აღნიშნავს, რომ ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევე იმპორტის მაჩვენებლების მიხედვით, ლარზე მოქმედი წნეხი შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში შესუსტდეს.