ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება.

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ მიქიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოებს დაათვალიერებენ.

ქუთაისის ნაგავსაყრელის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.