ევროპულმა და იაპონურმა კომპანიებმა ჩინეთის მხრიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფების დაწევით ისარგებლეს და ამ ქვეყანაში ივლისის განმავლობაში რეკორდულად მაღალი 7,4 მილიარდი დოლარის ავტომობილების იმპორტი განახორციელეს.
აღნიშნული ტარიფების დაწევა არ შეეხოთ ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს - წერს The Wall Street Journal.
ცნობისათვის, ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე გაზრდილი საბაჟო ტარიფების შემდეგ ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირისა და იაპონიისთვის ავტომობილების იმპორტზე საბაჟო ტარიფი 15%-მდე შეამცირა, აქამდე არსებული 25%-იდან. შედეგად კი ივლისში ქვეყანაში 165 ათასი ერთეული ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. წინა რეკორდი 134 ათასი იყო, რომელიც 2014 წლის ივლისში დაიფიქსირდა.
ამასთან, არსებული ტარიფი 25%-ის ოდენობით შენარჩუნდა ამერიკული ავტომობილებისთვის, რაც პირველ რიგში ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებითაა განპირობებული.
გარდა ამისა, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები ივლისში 4%-ით, 1,89 მილიონამდე შემცირდა. თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანად გაყიდვები გაზრდილია 4,3%-ით, ხოლო არსებული პროგნოზით წლის ბოლომდე 2-3%-იანი ზრდა დაფიქსირდება.
კოკა კვირკველია