პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება თურქეთის ფინანსურ სექტორში მიმდინარე პროცესებს.ამის შესახებ ტელეკომპანია MSNBC-ის ეთერში პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა კევინ ჰოსეტმა განაცხადა.
ჰოსეტის თქმით, ამერიკის გადაწყვეტილება, ორჯერ გაზარდოს გადასახადები თურქეთიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე, ამ ქვეყნის მშპ-ს მცირე წილს ეხება და ამიტომ მას არ შეეძლო ლირას გაუფასურების პროვოცირება მოეხდინა. „ეროვნული ვალუტის 40%-ით გაუფასურება - ეს არის ნიშანი, რომ ბევრი ფუნდამენტური საფუძვლები არსებობს და რაღაც მათ ეკონომიკაში არ არის წესრიგში“, - განმარტა მრჩეველმა.
შეგახსენებთ, თურქული ლირა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა. თავად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კი თურქეთის მხრიდან ამერიკელი პასტორის ანდრიუ ბრანსონის დაკავებას მოჰყვა, რომლის გათავისუფლებაც მოითხოვა ვაშინგტონმა, ანკარამ კი უარით უპასუხა. შედეგად თეთრი სახლის გადაწყვეტილებით თურქეთის ორ მინისტრზე, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებზე სანქციები დაწესდა, ხოლო ამერიკაში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე საბაჟო ტარიფები 50-20%-მდე გაიზარდა.
კოკა კვირკველია