Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათზე ერთი დოლარი 2, 6275 ლარად ივაჭრება. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.60-2.645 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
12:00 საათის მონაცემებით, რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.635 ლარად, გაყიდვა კი - 2.595 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს 3.00 ლარად იყიდით, გაყიდვით კი - 2.95 ლარად გაყიდით.
საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.60-2.645 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.40 –2.62 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 2.90-3.02 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.80-2.982 ლარად შეგიძლიათ.
თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.60-2.62 ლარის ფარგლებში შეიძენთ, გაყიდვით კი 2.58 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 2.95-2.98 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.92 ლარად იბარებენ.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9242 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.