აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატამ ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციასთან შეთანხმება გააფორმა

ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, აღნიშნული ხელშეკრულება აფხაზეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაცია 400-ზე მეტ სავაჭრო ასოციაციასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას აერთიანებს.