სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივია, რომელშიც გაერთიანებულია 500 -ზე მეტი მეპაიე. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებლი გადამუშავებული თხილის რეალიზაციის შედეგად მიიღონ.
„კოოპერაციული საწარმოს საშრობი და გადამამუშავებელი დანადგარები სრულ მზადყოფნაშია სეზონის დასაწყებად. სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით მეპაიიებს, სადაც განვიხილეთ კოოპერატივში არსებულ მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ აცხადებს სასოფლო-სამურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ თავმჯდომარე შალვა აგუმავა.
კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 2015 წლიდან საქმიანობს. კოოპერაციულ საწარმოში აქტიურად მიმდინარეობს თხილის მიღებისა და შრობის პროცესი. უკვე გადამუშავებული და დასაწყობებულია 14 ტონამდე თხილი.