ფოთში ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

ფოთში 20 ქუჩის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" განაახლა ფოთში 6 კვ ქსელის რეაბილიტაცია და შედეგად, ქალაქის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბარათაშვილის, ათონელის, გამსახურდიას, მშვიდობისა და კიდევ 16 მიმდებარე ქუჩაზე.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გამოიცვალა 18 მეტრი სიგრძის ამორტიზებული კაბელი ქვესადგურ "ფოთი 3"-ში. საკაბელო ინფრასტრუქტურა გამოიცვალა ქვესადგურებში "ფოთი-2" და "ფოთი-1", რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქსელის და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორცილედება.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მომსახურების ცენტრშია დაგეგმილი.