ტაქსის მძღოლები საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიის მიღებას იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, კალაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ლიცენზიის მიღება სახლიდან გაუსვლელად და ასევე 10-ვე გამგეობაშია შესაძლებელი, 21 აგვისტოდან ნებართვის აღება იუსტიციის სახლებშიც მოხდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.
ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, ოქტომრბიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.