2017 წელს საქართველოში 1,8 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

ამასთან, 2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.9 პროცენტი შეადგინა. 

2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად გადანაწილდა:

bpn

საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 58.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასახავს სტრუქტურული დიაგრამა №4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 24.6 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 18.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 15.2 პროცენტით.