“Batumi Discount Card” - აჭარაში დასვენებისთვის საჭირო ფასდაკლებების ბარათი

აჭარაში დასვენებისას ტურისტებს ფასდაკლებების ბარათით შეუძლიათ ისარგებლონ. “Batumi Discount Card” – ასე ჰქვია ბარათს, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს სთავაზობენ.

მათივე  ცნობით,  ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი იმ 40-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს “Batumi Discount Card”-ით 33%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.

ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავასებულია ვებპორტალზე Gobatumi.com. ფასდაკლებების ბარათები შეძენა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი.

bpn„ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card-არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ 10-33% -მდე ფასდაკლებას. გარდა კონკრეტულ ობიექტზე ფასდაკლებებისა, ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 ლარით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებს და გზამკვლევებს. ბარათის შეძენა შესაძლებელია აჭარის რეგიონში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 10 ლარად. Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანია ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისება, მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები ბათუმში ყოფნის დროს. ბარათის განახლება ხდება ყოველწლიურად, ემატება მას ახლი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

bpn