ზემო მლეთაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზემო მლეთაში მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთინო წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ზემო მლეთაში სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტისა და დუშეთის რაიონის წარმომადგენლები მუშაობენ.

მისივე განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში 2 მსუბუქი ავტომანქანა აღმოჩნდა. მათი მფლობელები არ დაშავებულან. ისინი ლომისობას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.