2018 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 144.2 მლნ აშშ დოლარი, (352.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით (23.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 43 მილიონი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 15 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ.
2018 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.