საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 წელიწადსა და 7 თვეში სავალუტო აუქციონზე 495 600 000 დოლარი იყიდა.
ამავე პერიოდში სებ-მა მხოლოდ 280 000 00 დოლარი გაყიდა და ისიც მხოლოდ 2016 წელს. 2017-2018 წლებში სებ-ს სავალუტო ინტერვენციებისას არცერთი დოლარი არ გაუყიდია.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.
2018 წლის იანვრიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ლარის სწრაფად გამყარების შესაჩერებლად 7 აუქციონი ჩაატარა და ბაზრიდან 87 500 000 დოლარი ამოიღო. თუმცა სებ-მა ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენა 2018 წლის 5 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ლარის კურსმა დაცემა დაიწყო და ერთ კვირაში 10 პუნქტზე მეტად გაუფასურდა.
აღსანიშნვია, რომ წელს სებ-ს არცერთი დოლარი არ გაუყიდია არც შარშან. 2016 წელს კი 10 სავალუტო აუქციონი გამართა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ბაზარს 280 000 000 დოლარი მიაწოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამართული სავალუტო აუქციონები 2016-2018 წლებში:
ელზა წიკლაური