სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 13–14 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის, საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, ს.კ-ს, ნ.ა-სა და ნ.გ-ს, ნარკოტიკული (60 კაფსულა და 110 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.