შოტლანდიის სამეფო ბანკი აშშ-ის ხელისუფლების სარჩელის საფუძველზე ჯარიმის სახით 4,9 მილიარდ დოლარს გადაიხდის.
საქმე ეხება 2005-2008 წლებში ბანკის მხრიდან იპოთეკურ ქაღალდებთან დაკავშირებით განხორციელებულ მაქინაციებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ამას საფუძვლად დაედო სერიოზული დარღვევები შოტლანდიის სამეფო ბანკის მხრიდან, რომელმაც გამოიწვია ფინანსური კრიზისი“ - წერია უწყების განცხადებაში.
ამერიკელ მარეგულირებლებს მიაჩნიათ, რომ Royal Bank of Scotland, ისევე როგორც რიგი სხვა ბანკებისა, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე დაბლა წევდნენ რისკებს იპოთეკურ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებიც საბოლოოდ მიჰყიდეს ამერიკულ იპოთეკურ კომპანიებს Fannie Mae-ს და Freddie Mac-ს.
კოკა კვირკველია