ჭკვიანი ასისტენტების ბაზარზე Google-მა Amazon-ი შეავიწროვა

სახლის ჭკვიანი ასისტენტების ბაზარზე ბოლო დრომდე აბსოლუტურ ლიდერად კომპანია Amazon-ი გვევლინებოდა.კომპანია მოწყობილობით Amazon Echo რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ბაზარზე მისი პოზიციები შეირყა.

როგორც Phone Arena კომპანია Strategy Analytics-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Amazon-მა გაყიდა 4,8 მილიონი Echo-ს მოწყობილობა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ანალოგიურ მონაკვეთში მხოლოდ 2,9 მილიონი, მაგრამ მისი წილი ბაზარზე 75,8%-დან 41%-მდე შემცირდა.

ამის მთავარი მიზეზი კი გახდა კომპანია Google-ის პოზიციების გამყარება, რომელმაც ამ ბაზარზე რამდენჯერმე გაზარდა გაყიდვები. მის ანალოგიურ პროდუქტს Home ეწოდება და თუ გასული წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 600 ათასი მოწყობილობა გაყიდა, უკვე 2018 წლის მეორე კვარტალში მისი რაოდენობა 3,2 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, Google -ის წილი ბაზარზე 16,1%-დან 27,6%-მდე გაიზარდა.

ამასთან, გასული წლის ივნისიდან ბაზარზე ასევე გამოჩნდნენ Alibaba და Apple-ის ანალოგიური მოწყობილობები. ამჟამად მათი წილი ბაზარზე 7% და 5,9% -ია. და არ არის გამორიცხული უკვე მომდევნო კვარტალში Amazon-მა Google-ის სასარგებლოდ დაკარგოს ლიდერობა.

კოკა კვირკველია