სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას 13:00 საათზე გააკეთებს.როგორც სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ალბერტ პინარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასტუმროში ამ დროისათვის 300-მდე ტურისტი იმყოფება. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, მისი მტკიცებით, სასტუმრო საჭირო ნორმებს აკმაყოფილებს.
"ოფიციალურ განცხადებას 13:00 საათზე გავაკეთებთ. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, სასტუმროს მხრიდან მართლაც დაცულია. ტექნიკური დეპარტამენტის პერსონალი და დაცვის დეპარტამენტის პერსონალი 24 საათის განმავლობაში სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის სასტუმროში 300-მდე დამსვენებელია",- განაცხადა ალპერტ პინარიმ.