აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე დაწესებული საბაჟო ტარიფები ამერიკის მეტალურგიულ მრეწველობას გადაარჩენს.
ამის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, რკინაზე ფასი გაიზარდოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულება შემცირდება, საბოლოოდ კი მისი ადმინისტრაციის ქმედება გადაარჩენს ამერიკის მრეწველობის ამ დარგს, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში დიდ როლს თამაშობს.
შეგახსენებთ, ივლისში აშშ-მა იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე 10-25%-იანი გადასახადები დააწესა.
კოკა კვირკველია