საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დიდი ნაწილი - 23% ვაჭრობაზე მოდის.ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის აგვისტოს საფინანსო სექტორის მიმოხილვაში.
გაცემული სესხების სტუქტურის მიხედვით, 20%-ით მეორე ადგილზე იპოთეკაა, შემდეგია - სხვადასხვა, 18%ით. ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, მთლიან სესხებში 17% უჭირავს სამომხმარებლო სესხებს.
რაც შეეხება სხვა დარგებს, აქ გაცემული კრედიტების მოცულობა საკმაოდ მცირეა და ხშირ შემთხვევაში 5%-საც კი არ სცდება. მაგალითად, სესხების სტრუქტურის მიხედვით, მრეწველობაში გაცემული კრედიტები 6%-ს შეადგენს. მშენებლობაზე და სხვა ბიზნესზე გაცემული სესხების მოცულობა 4-4%-ია. 3%-ია ენერგეტიკაში გაცემული კრედიტების მოცულობა. სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტის სფეროში გაცემული სესხები კი მთლიანი კრედიტების 2-2%-ს შეადგენს.