კორპორაცია Google აპირებს საჯარო გახადოს ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის შესახებ, მისი მყიდველებისა და გადახდილი თანხის თაობაზეც. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
აღნიშნული ზომა ეხება სარეკლამო დამკვეთებს, რომლებმაც მიმდინარე წლის 31 მაისიდან Google-ს პოლიტიკურ რეკლამაში 500 დოლარზე მეტი გადაუხადეს - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მსგავსი ნაბიჯი ივლისში ასევე გადადგეს სოციალურმა ქსელებმა - Twitter-მა და Facebook-მა.
როგორც მოსალოდნელია, Google ყოველკვირეულად განაახლებს მონაცემებს.
2018 წლის თებერვალში აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის 13 მოქალაქეს და 3 კომპანიას ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში საპრეზიდენტო კამპანიებისას ჩარევის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. სწორედ ამ პროცესების შემდეგ გახდა აუცილებელი ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროვება.
კოკა კვირკველია