პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრინციპული პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა უჯდებოდეს გადასახადების გადამხდელებს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა.ასე უპასუხა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ავლაბრის სასახლეს და იმას შეეხებოდა, სად განთავსდება ახალი პრეზიდენტი.
„ჟურნალისტებისთვის ძალიან ნათლადაა ცნობილი ჩემი მიდგომა, გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა. ასე რომ, მე მაქვს ეს პრინციპული პოზიცია ყველა შტოსთან მიმართებაში, მათ შორის რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება ეს მიდგომა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ცნობილია, არსებობს მოლოდინი, რომ ახალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლიდან ათონელზე განთავსებულ სასახლეში გადაინაცვლებს.