„კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება"

კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.მისი თქმით, ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზი გაძვირდა.

„კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ რა ფასი უნდა დააწესონ. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით)