საქართველოში ხორცის და რძის წარმოება შემცირდა.
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 183.4 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, 2018 წლის მეორე კვარტალში ხორცის წარმოებამ 14.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით ნაკლებია.
მცირედით გაიზარდა კვერცხის წარმოება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება.