„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს.როგორც „მენაშენეთა ასოციაციიდან“ იუწყებიან, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.
„რეკომენდაცია #6 – სწორად გააფორმეთ დოკუმენტები: მოითხოვეთ და ნახეთ კომპანიისაგან საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწაზე – ამონაწერის არარსებობა დეველოპერის სახელზე გამორიცხავს ამ მიწაზე მშენებლობის წარმოების უფლებას.
იკითხეთ შენდება თუ არა სახლი ბანკის კრედიტით - გადაამოწმეთ ბინა ან/მიწა ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. თუ მიწა დატვირთულია იპოთეკით მითხოვეთ ბანკის მიერ ბლანკზე დაწერილი ოფიციალური წერილი, სადაც ნათლად ეწერება, რომ თქვენს მიერ ბინის საფასურის გადახდის შემდეგ, ბანკის იპოთეკა მოიხსნება უშუალოდ თქვენს ბინაზე.
მოითხოვეთ და ნახეთ სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერი, თუ სახლი დასრულებულია.
შემოთავაზებული ჩაბარების კონდიცია დააფიქსირეთ ხელშეკრულებით-ჩაბარების ყველა პირობა, რომელიც გაყიდვების მენეჯერმა საუბრისას შემოგთავაზათ, უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში. ასევე, ყველა ზეპირსიტყვიერი დაპირება, უმჯობესია ხელშეკრულებაში იყოს ასახული.
მოიკითხეთ აქვს თუ არა კომპანიას სახლის ფასადის დაცვის ხელშეკრულება. თუ არ აქვს, ეს ნიშნავს რომ დროთა განმავლობაში სახლი დამახიჯდება და მისი ღირებულება დაეცემა – ვინაიდან, დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყება სახლის იერსახის დამახინჯება - მიშენება/მოშენებები. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში არსებობდეს ასეთი ხელშეკრულება და ყველა თითოეულ მომხმარებებლთან ფორმდებოდეს ის. ფასადის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით თავს იზღვევთ მომავალში სახლის გარედან დამახინჯებისაგან. სახლის ფასადის დამახინჯება ამცირებს თქვნი ბინის ღირებულებას.
არ გადაიხადოთ ბინის ღირებულების თანხა ხელზე, აუცილებელია რომ ანგარიშსწორება ხორციელდებოდეს ბანკში”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.
მენაშენეთა პირველი ხუთი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევის, საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევის და ფინანსების სწორად დათვლის საკითხებს ეხებოდა.
„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გააცნობს საზოგადოებას.