2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 1,153 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა.
მარტო 2018 წლის ივლისში უხოელებმა ბარათებით 232 512 000 ლარი დახარჯეს, რაც 29,6 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის ივლისში საქართველოში უცხოელებმა საბანკი ბარათებით 203,8 მლნ ლარი დახარჯეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, ივლისში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 114,2 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 118,2 მლნ ლარის.
რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საბანკო ბარათებით (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბანკების) 13,1 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა, ოპერაციების რაოდენობამ კი 22,4 ათასი შეადგინა. მხოლოდ ივლისში განხორციელებული ოპერაციებისას დახარჟულმა თანხამ 2,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 277,1 მლნ ლარით მეტია. შარშან ივლისში ბარათებით 1,8 მლრდ ლარის საბანკო ოპერაცია განხორციელდა.