დუბაის ხელისუფლება ქალაქში სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
ეს არის კონცეფცია, სადაც „მაღალი ტექნოლოგია შეხვდება ვაჭრობას“ და ამავდროულად, იქნება მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომლის ფართობიც შეადგენს 100 ფეხბურთის მოედანს.
მოლის სახელწოდება იქნება Dubai Square და მისი მშენებლობისთვის 2 მილაირდი დოლარი დაიხარჯება. მასში 750,000 კვ მეტრზე სავაჭრო ფართები განთავსდება, რაც ამჟამინდელ „დუბაი მოლზე“ ორჯერ მეტია.
სავაჭრო ობიექტების გარდა ადგილზე განთავსდება მთელი რიგი გასართობი ცენტრები, მათ შორის, საკონცერტო სცენა, კინო თეატრები, მომავლის ფუტურისტული 3D პროექციები სხვადასხვა განათებითა და გამოსახულებებით. ასევე აკვა პარკი, სპორტის არენა და სუპერმარკეტები.
თითქოს ერთი შეხედვით ეს თანამედროვე მოლებში ყველგან გვხდება, მაგრამ როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, ის იქნება სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მორგებული მომავლის მომხმარებელზე, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ. მათი განცხადებით, მოლი ყველა კატეგორიის ადამიანს მიიღებს, მაგრამ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ტექნოლოგიების მოყვარულ ახალგაზრდებზე.
სავაჭრო ცენტრის გახსნა Dubai's World Expo-ს ფარგლებში იგეგმება, რომელსაც ეს ქალაქი 2020 წელს უმასპინძლებს.