ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ ოქროს ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ტ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ოქროს ნივთები (საერთო წონა 84,26 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,263 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 6,263 ლარის ოდენობით.