სასტუმრო „ველმონდში“ მონიტორინგი და დალუქვის პროცედურა მიმდინარეობს

ამ წუთებში სასტუმროს მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა შენობაში არავინ დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, უწყების ჯგუფები ამ დრომდე სასტუმროს დალუქვის პროცედურებს ახორციელებენ. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფუნქციონირება შეუწყვიტა სასტუმრო „ველმონდს“. აღასრულეს კანონით გათვალისწინებული ნორმები. ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმროში მონიტორინგი, არის თუ არა ვინმე დარჩენილი. მეორე ჯგუფი მუშაობს დალუქვის პროცედურებზე", - განაცხადა ლევან მაისურაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გააგრძელებს სასტუმრო "ველმონდი" ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ სასტუმრო "ველმონდმა" ფუნქციონირება დაიწყოს, სახანძრო უსაფრხოების 43-პუნქტიანი მოთხვნები უნდა დააკმაყოფილოს.