კუპეს მსგავსი კროსოვერი Renault-სგან, BMW-ს ახალი „სამიანი“, ელექტრო SUV Audi-ისგან, Land Rover Defender-ის ახალი თაობა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ელოდება ავტომოყვარულებს წლის ბოლომდე.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ავტოინდუსტრიის 2018 წლის 9 ყველაზე საინტერესო სიახლეს.
BMW 3-Series
ალბათ, წლის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი საიხლე იქნება ახალი თაობის BMW-ს „სამიანი“. ავტომობილი პირველად მიიღებს CLAR პლატფორმას, რომელიც უკვე უდევს საფუძვლად მოქმედ 7-Series და 5-Series მოდელებს.
Renault Cross Coupe
კიდევ ერთი ევროპელი ამჯერად საფრანგეთიდან ამზადებს სიახლეს. კომპანია Renault ძალიან მალე წარმოადგენს კუპეს მსგავს კროსოვერს. ფრანგები მის პოზიციონირებას ახდენენ როგორც გლობალური ბესტსელერისა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება.Land Rover Defender
სიახლეს ამზადებს ბრიტანული Land Rover-იც. ეს იქნება Defender-ის ახალი თაობის კროსოვერი. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მოირგებს ახალ უფრო მსუბუქ ალუმინის ძარას და რამდენიმე სახის აგრეგატს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ის მიიღებს სრულიად განსხვავებულ გარეგნობას.Kia-ს Shooting Brake
Shooting Brake-ს ძარას ტიპის ავტომობილებს ამ მომენტისთვის ძალიან ცოტა კომპანია გამოსცემს, თუმცა სამხრეთ კორეული Kia გეგმავს სწორედ ამ ვიზუალის ავტომობილი გამოსცეს. ეს იქნება მოდელ Ceed-ის მესამე თაობის სპორტული მოდიფიკაცია, რომელსაც მისმა შემქმნელებმა „დაგრძელებული ჰეჩბეკი“ უწოდეს. მას ოქტომბერში პარიზის ავტოსალონზე უჩვენებენ.Audi E-tron
პარიზის ავტოსალონზე მოხდება ასევე კომპანია Audi-ის სრულიად ელექტროძრავიანი კროსოვერის E-tron-ის პრეზენტაციაც, რომელმაც სამომავლოდ კონკურენცია უნდა გაუწიოს Tesla Model X-ს.Mercedes-AMG A45
რაც შეეხება „ცხელი ჰეტჩების“ მოყვარულებს, მათ ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს Mercedes-AMG-ის ახალი თაობის A კლასის ჰეჩბეკის მძლავრი ვერსია, რომელიც სულ ცოტა 400 ცხენის ძალას მიიღებს.BMW Z4/ Toyota Supra
ამ ორი ავტომობილის გამოჩენას ერთად იმიტომ ვწერთ, რომ მათ ერთი დონორი ჰყავთ, ისინი უბრალოდ გარეგნულად იქნებიან განსხვავებულები. რაც შეხება პლატფორმას და ძალისმიერ აგრეგატებს, ორივე ავტომობილი საერთო კომპონენტებს მიიღებენ, რომლებიც ორმა ავტომწარმოებელმა ერთობლივად შეიმუშავა.McLaren-ის საიდუმლო ჰიპერქარი
და ბოლოს, ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს შორის გვერდს ვერ ავუვლით კომპანია McLaren-ის ახალ ჰიპერქარს, რომელიც მუშავდება კოდური სახელწოდებით BP23. ის უნდა გახდეს იდეოლოგიური მემკვიდრე ლეგენდარული კუპესი F1, რომელიც 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიოს უსწრაფესი სერიული ავტომობილის წოდებას. მისი მაქსიმალური სიჩქარე 391 კმ/სთ იქნება, რაც 2 კმ-ით მეტია, ვიდრე F1-ის მაჩვენებელი.კოკა კვირკველია