საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის იანვარ-ივლისში საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 942 791 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233 452 000 ლარით მეტია.2017 წლის იანვარ-ივლისში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 709 339 000 ლარი შეადგინა. 2018 წლის ივლისში კი ქართველებმა საზღვარგარეთ 151 293 000 ლარი დახარჯეს.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ივლისში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 32 046 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 119 247 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.