თურქეთი მზადაა „სტამბოლის არხის“ მშენებლობა დაიწყოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის დაიწყოს არხ „სტამბოლის“ მასშტაბური მშენებლობა, რომელიც უნდა გახდეს ზედმეტად გადატვირთული ბოსფორის სრუტის ალტერნატივა.

ამის შესახებ მან საკუთარი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მეექვსე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, - წერს სააგენტო Anadolu.

„ახალი წყლის არტერიის სიგრძე 43 კილომეტრს შეადგენს. არხის ორივე მხარეს გაშენდება ორი ახალი ქალაქი. ეს არის თურქეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელსაც გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მზად ვართ მისი რეალიზაციისთვის“ - აცახდებს ერდოღანი.

ახალი არხის მშენებლობაზე, სტამბოლის დასავლეთით 100 კილომეტრის მოშორებით, პირველად ერდოღანმა 2011 წელს ახსენა, მაშინდელი არჩევნების წინ. როგორც მოსალოდნელია ეს არხი შეძლებს დღე-ღამეში 160 ხომალდის გატარებას, მათ შორის 300 ათასტონიანი ტანკერებისაც. ამასთან, რაბისა და მკვეთრი მოსახვევების არქონა არხის გამტარუნარიანობის სისწრაფეს გაზრდის. დღეისათვის ბოსფორის სრუტეს გავლით წელიწადში 53 ათასი ხომალდი გადის.

არხი „სტამბოლი“ თურქეთის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი განხორციელების შემდეგ თავად ქალაქი სტამბოლო სამ რეგიონად დაიყოფა - ერთი აზიური და დანარჩენი ევროპის ნაწილში. ცენტრალური ნაწილი, რომელშიც მდებარეობს ქალაქის ისტორიული რაიონი „სულთანახმედი“ და საქმიანი უბნები რეალურად გადაიქცევა კუნძულად.

არხის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

კოკა კვირკველია