აშშ-ი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გამო ახალ სანქციებს რამდენიმე კვირაში აამოქმედებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასრულებს მუშაობს სასანქციო პაკეტზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ რეალიზებაზე მუშაობენ.

მათი ამოქმედება შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდეს.

გამოცემა WSJ-ს წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„2017 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმე გაიხსნა, კონგრესმა უფლება მისცა აშშ-ის პრეზიდენტს დაუწესოს სანქციები იმ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც აწარმოებენ საქმიანობას გაზსადენთან დაკავშირებით“ - წერია გამოცემის მასალაში.

როგორც გაზეთს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განუცხადა, „აღნიშნული უფლებამოსილება ამჯერად გამოყენებული იქნება პროექტის ბლოკირებისთვის.“

ერთ-ერთი ასეთი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ სანქციებზე მუშაობას უკვე ასრულებენ თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამინისტრო. მისივე თქმით, ახლა თეთრ სახლში უნდა გადაწყვიტონ, დაუწესონ აღნიშნული სანქციები მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც განათავსებენ გაზსადენს ბალტიის ზღვის ფსკერზე, თუ გაზარდონ ჩამონათვალი ისე, რომ ის შეეხოს ბანკებსა და სხვა კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პროექტის დაფინანსებასთან. წყაროს ინფორმაციით ვაშინგტონი წინასწარ გააფრთხილებს ევროკავშირს, სანამ აამოქმედებს სანქციებს.

კოკა კვირკველია