„დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი კომპენსაციით ვერ დავეხმარებით“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში ღამით მომხდარი სტიქიის შედეგება გაეცნო. ლევან დავითაშვილმა რთველის საკოორდინაციო შტაბში, რეგიონის გუბერნატორისა და დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიიქის შესახებ ინფორმაცია მიიღო

საგანგებო თათბირზე ხელისუფლების წარმომადგნელებთან ზარალის ანაზღაურებისა და ფერმერების დახმარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრის განმარტებით, ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებინ, თუმცა ქარხნებთან უკვე შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ.

"ზარალი დიდია. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ასეთ მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ფერმერებმა ნაწილობრივ გადარჩენილი ყურძნის ჩაბარება შეძლონ. სწორედ ამიტომ დღეს საგანგებოდ შევიკრიბეთ რთველის შტაბში. აქ ესწრება ყველა მონაწილე მხარე, არიან კომპანიების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი. ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი იმ კომპანიებთნ, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ. ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. ფერმერები ხვალ დილიდან უკვე დაიწყებენ გადარჩენილი ყურძნის დაკრეფას. კარგი იქნება თუ აგროდაზვევით ისარგებლებენ ფერმერები და რაც უფრო მასშტაბური იქნება ეს, მით უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები იმოქმედებს. ჩვენ ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ნებისმიერ კულტურაში და განსაკუთრებით მევენახეებს, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი ბოლომდე გამოიყენონ. ჩვენის მხრივ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.